ლუკაშ ვონდრაჩეკი თბილისში პირველ კონცერტს გამართავს
ლუკაშ ვონდრაჩეკი თბილისში პირველ კონცერტს გამართავს

„ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის” 2016 წლის პიანისტთა კონკურსის გრან-პრის მფლობელი ლუკაშ ვონდრაჩეკი თბილისში პირველ კონცერტს გამართავს. საფორტეპიანო კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 6 მაისს ჩატარდება.

საკონცერტო პროგრამაშია იოჰანეს ბრამსის “სონატა N3”, ბედრჟიხ სმეტანას “ჩეხური ცეკვა” და რობერტ შუმანის “კარნავალი”.

ახალგაზრდა პიანისტი მრავალი პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელი და სხვადასხვა მუსიკალური კონკურსების გამარჯვებულია. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – „ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის” პიანისტთა 2016 წლის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრია.

ლუკაშ ვონდრაჩეკი მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სიმფონიურ ორკესტრებთან თანამშრომლობს .

მუსიკოსი საქართველოს ელისო ვირსალაძის ცენტრის, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვევა.

ქართველი პიანისტის – ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს მასპინძლობს.