„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ფორვარდმა ლუკას მოურამ თავის თანაგუნდელ ჰარი კეინს ინგლისის პრემიერლიგის ლეგენდა უწოდა. ამის შესახებ ბრიტანულმა გამოცემა „ბლიჩერ რეპორტმა“ დაწერა.
„ჩემთვის კეინი უკვე ინგლისის პრემიერლიგის ლეგენდაა. ის გოლების გატანისთვის არის შექმნილი, შესანიშნავად იყენებს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხს. ის მართლაც უძლიერესი ფეხბურთელია. მის შემხედვარეს, მეც მეტი მოტივაცია მიჩნდება და მუდამ ბოლომდე ვიბრძვი, რომ მიზანს მივაღწიო. თუ ასე არ მოვიქცევი, ჰარი შენიშვნას მომცემს. ის მე მეხმარება, რომ უკეთესი გავხდე“, – ამბობს მოურა.
კეინი „ტოტენჰემის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად 2011 წელს გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ლუკას მოურას, მან საფეხბურთო კარიერა ბრაზილიურ „სან-პაულუში“ დაიწყო, საიდანაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, „ტოტენჰემის“ ღირსებას კი 2018 წლიდან იცავს.