გერმანიის რანგით მესამე დივიზიონში საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა გათამაშების ერთერთ ლიდერ „უნტერჰახინგს“ და „კარლ ცაისს“ შორის. შეხვედრა „უნტერჰახინგის“ გამარჯვებით, ანგარიშით 5-4 დასრულდა.
„უნტერჰახინგში“ ქართველი ფეხბურთელი, ლუკას ჰუფნაგელი თამაშობს, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სწორედ ჰუფნაგელმა გაიტანა მასპინძლების მეხუთე და გამარჯვების მომტანი გოლი.
ქართველმა ფეხბურთელმა გოლი 81-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საგულისხმოა, რომ ჰუფნაგელს საქართველოს ნაკრებში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.