ლუკას ერნანდესმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ევრო 2024-ს გამოტოვებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ლუკას ერნანდესმა „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ. ფრანგი ფეხბურთელი 42-ე წუთზე შეცვალეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ერნანდესისთვის სეზონი დასრულებულია. ის მონაწილეობას ვერ მიიღებს ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება.
28 წლის ერნანდესმა მიმდინარე სეზონში 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.