ლუკას ერნანდესი - უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განახლება წელს ვერ მოხდება
ლუკას ერნანდესი - უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განახლება წელს ვერ მოხდება

მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი მცველი ლუკას ერნანდესი კორონავირუსის გამო ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების განუსაზღვრელი ვადით გადატანას გამოეხმაურა. მისი აზრით, ტურნირის განახლება წელს შეუძლებელი იქნება.

„ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე ყველა ქვეყანა დაზარალდა ამ ინფექციის გამო. ყველგან კარანტინია, ჩვენ კი გვჭირდება არა მხოლოდ თანაბარ პირობებში ყოფნა, არამედ ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში ან საფრანგეთში ჩასვლა. ამიტომ, რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ წელს ტურნირის დასრულება შეუძლებელი იქნება. შიდა ჩემპიონატებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება“, – მოჰყავს ერნანდესის სიტყვები „იაჰუ სპორტს“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო  ევროპისა და მსოფლიოს თითქმის ყველა საფეხბურთო ტურნირი განისაზღვრელი ვადით არის შეჩერებული.