„ინტერის“ ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე უარი თქვა, – იუწყება Football Italia.
გამოცემის ინფორმაციით, „სიტის“ მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას სურდა, რომ იტალიური კლუბის ბელგიელი თავდამსხმელი გუნდში გადაეყვანა, მაგრამ ლუკაკუ „ინტერში“ დარჩენას ამჯობინებს.
მიმდინარე სეზონში რომელუ ლუკაკუმ „ინტერის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 ბურთი და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ „სიტი“ პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ 14 ქულით უსწრებს, პირველ ადგილზეა „ინტერიც“, რომელიც იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 62 ქულით სათავეში უდგას.