„მანჩესტერ სიტი“ ზაფხულის ტრანსფერებზე 200 მილიონის დახარჯვას აპირებს
„მანჩესტერ სიტი“ ზაფხულის ტრანსფერებზე 200 მილიონის დახარჯვას აპირებს

„მანჩესტერ სიტი“ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ გაზეთმა „ტელეგრაფმა“ დაწერა.

წყაროს ცნობით, კლუბი ახალი ფეხბურთელების შესაძენად 200 მილიონ ფუნტს გამოყოფს.

„მანჩესტერ სიტი“ გეგმავს ფორვარდის პოვნას, რომელმაც უნდა შეცვალოს სერხიო აგუერო. ამ მომენტისთვის, ინგლისური კლუბი აკვირდება დარვინ ნუნიესის („ბენფიკა“), ერლინგ ჰალანდისა („დორტმუნდი“) და რომელუ ლუკაკუს („ინტერი“) გამოსვლას.

ასევე „სიტის“ სამიზნეა საყრდენი ნახევარმცველი ფერნანდინიოს შესაცვლელად. არ არის გამორიცხული მარცხენა მცველის შეძენა.

ამასთან, ზამთარში კლუბი არ აპირებს ტრანსფერების განხორციელებას.

ამ მომენტისთვის „მანჩესტერ სიტი“ მეოთხე ადგილზე პრემიერლიგაში.