„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს არ დატოვებს, იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).
ბელგიელის გადაყვანა ანტონიო კონტეს „ინტერს“ სურდა, თუმცა ინგლისელების მიერ მოთხოვნილი 75 მილიონი ფუნტი მილანელებმა არ გადაიხადეს. აპენინელების შეთავაზებაზე, რომელიც რომელუს ორწლიანი იჯარით დამატებას და შემდგომ გამოსყიდვის უფლებას გულისხმობდა, „მანჩესტერმა“ კატეგორიული უარი განაცხადა.
ასე რომ, ინგლისელებსა და იტალიელებს შოირის შეთანხმება ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ლუკაკუ ორი წლის წინ, „ევერტონიდან“ 90 მილიონ ფუნტად შეიძინა.