ჟირონაში „მუნისიპალის“ სტადიონზე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ჟირონა“ და „რაიო ვალეკანო“ ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2:0 „რაიომ“ მოიგო და ორწლიანი პაუზის შემდეგ, პრიმერა დივიზიონში დაბრუნდა.
„ვალეკანოს“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ზინედინ ზიდანის ვაჟმა ლუკა ზიდანმა, რომელიც გუნდის მეორე მეკარეა. სანამ ძირითადი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი მაკედონიის ნაკრებს ევრო 2020-ზე ეხმარებოდა, მისმა დუბლიორმა თავის გამოჩენის შანსი მიიღო.
23 წლის ზიდანმა ორი ურთულესი ბურთი მოიგერია. გაზეთი Marca ამტკიცებს, რომ მეკარემ შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და ახლა, ნამდვილად გაუწევს კონკურენციას დიმიტრიევსკის.
ლუკა ზიდანი – მადრიდის „რეალის“ აღზრდილია. „რაიო ვალეკანოში“ ის 2020 წლიდან თამაშობს.