ლუკა ზარანდია: ვიხუმრე, პოლონეთის ნაკრებში ვითამაშებ-მეთქი და ეს სერიოზულად მიიღეს
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში სეზონი კარგად დაიწყო – სუპერთასის მატჩში ვარშავის “ლეგიას” ეფექტური გოლი გაუტანა და გდინიას “არკას” საპატიო ტუტულის მოპოვებაში დაეხმარა.
ამის შემდეგ 22 წლის ქართველი პოლონური მედიის ყურადღების ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა – მასზე ლამის ყოველდღე იწერება. თუმცა, ერთ-ერთი ჟურნალისტთან მისმა პასუხმა გაუგებრობა გამოიწვია.
“ბოლო თამაშებში საქართველოს ნაკრებში ვიყავი მიწვეული, თუმცა ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. მწვრთნელი მენდობა და ჩემზე გარკვეულ იმედს ამყარებს, თუმცა თუ პოლონეთის პასპორტს მომცემთ, ამ ქვეყნისთვის ვითამაშებ” – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ზარანდიამ.
ეს ფრაზა ქართულმა გამოცემებმაც თარგმნეს. ლუკამ პოლონეთის სუპერთასის მატჩი მან ისეთ დონეზე ჩაატარა (იხილეთ ფრაგმენტები),გულშემატკივართა ნაწილმა დაიჯერა, რომ ზარანდია საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვალს აპირებდა.
ზარანდიას პოლონეთის ნაკრებში თამაშზე არც უფიქრია, ეს უბრალოდ, ხუმრობა იყო, რომელიც პოლონელმა ჟურნალისტმა დაიჯერა. ეს ლუკამ პირველ არხთან თქვა: “ნაკრების თემაზე მკითხეს და ვიხუმრე, პასპორტის
მოცემა ხომ არ გინდათ, პოლონეთს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებ-მეთქი. მაგრამ არ მეგონა, ხუმრობას სერიოზულად თუ აღიქვამდნენ და გაზეთში გამოაქვეყნებდნენ. მე რომ საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს და სხვა ქვეყმისკენ არც ვიხედები, მგონი, ამას ახსნა არ სჭირდება”.