ლუკა პარკაძე „რუსთავში“ ითამაშებს #1TVSPORT
ლუკა პარკაძემ ავსტრიული ზალცბურგის „აუსტრია“ დატოვა და კარიერას „რუსთავში“ გააგრძელებს – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველზე ინფორმაციას Geo Team-ის ავრცელებს.
„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილმა პროფესიული კარიერა მშობლიურ კლუბში დაიწყო, იჯარით ითამაშა „გაგრაში“, 2023 წლის აგვისტოში კი კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმა და გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა. თუმცა ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და ავსტრიის მეორე ლიგის „ადმირაში“ გაანათხოვრეს. მერე იყო გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონალლიგის „ალტგლინიკე“, ზალცბურგის „აუსტრია“, 1 ივლისიდან ლუკა თავისუფალი აგენტი გახდა და 10 დღე „იბერიაში“ ვარჯიშობდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონთან კონტრაქტი არ გაფორმდა.
ლუკა პარკაძე 2005 წლის 6 აპრილსაა დაბადებული. თამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და ვინგერის პოზიციაზე. სავარაუდოდ, ახალ გუნდში მისი დებიუტი შედგება 26 ივლისს, როდესაც „რუსთავი“ დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალში „თბილისი 2025“-ს შეხვდება.