ლუკა მოდრიჩს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება
ლუკა მოდრიჩს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს ცრუ ჩვენებების მიცემაში ადანაშაულებენ. ლაპარაკია ხორვატულ ფეხბურთში მსხვილი ანტიკორუფციული გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებზე. როგორც სააგენტო AFP წერს, სავარაუდოდ, მოდრიჩმა სასამართლოში ზაგრების “დინამოს” ყოფილი პრეზიდენტის ზდრავკო მამიჩის საქმეზე იცრუა. კერძოდ, ნახევარმცველმა “დინამოდან” “ტოტენჰემში” თავისი ტრანსფერის დეტალებთან დაკავშირებით მოიტყუა.

თუ მოდრიჩს დამნაშავედ აღიარებენ, შესაძლოა მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.