ლუკა მოდრიჩი - მინდა, რომ არა ჩემს ასაკს, არამედ ჩემს თამაშს უყურებდნენ
ლუკა მოდრიჩი - მინდა, რომ არა ჩემს ასაკს, არამედ ჩემს თამაშს უყურებდნენ

„რეალ მადრიდის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი პრიმერა დივიზიონის წლევანდელი სეზონის მოგების შესახებ კომენტარს აკეთებს.

„ბევრი ვიმუშავე. ორი თვე გაუჩერებლად ვვარჯიშობდი და ეს ჩემი მუშაობის შედეგია. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და განსაკუთრებით გუნდით. მწვრთნელს ყოველთვის ვეუბნები, რომ თამაშის დროს თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. მე არ მიყვარს დასვენება და მწვრთნელმა ეს კარგად იცის. მე მინდა, რომ არა ჩემს ასაკს, არამედ ჩემს თამაშს უყურებდნენ“, – მოჰყავს მოდრიჩის სიტყვები ესპანურ გამოცემა „ასს“ (As).

ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში 34 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.