ლუკა მოდრიჩი „ინტერ მაიამიში“ გადავა #1TVSPORT
ლუკა მოდრიჩი „ინტერ მაიამიში“ გადავა #1TVSPORT

ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, შესაძლოა, ლიონელ მესის „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს სათამაშოდ.

მანამდე გამოცხადდა, რომ 39 წლის ნახევარმცველი კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს მადრიდის „რეალს“.

როგორც გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, მოდრიჩი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა „ინტერ მაიამიში“.

წყაროს ცნობით, ფლორიდული კლუბის მფლობელი დევიდ ბექჰემი გასული წლიდან ცდილობს ხორვატის გადაბირებას. გარდა ამისა, თავად ლიონელ მესიმ თხოვა კლუბს მოდრიჩის გაფორმება.

არსებული მონაცემებით, ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება – 2026 წლის ივლისამდე. მოდრიჩის ხელფასი შეადგენს 2.5 მილიონ დოლარს.