ლუკა მოდრიჩი 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა

21:34, 30.08.2018

მონაკოში უეფა-ს გალა-წარმოდგენაზე მესამე ნომინაციაც მადრიდის „რეალის” ფეხბურთელმა მოიგო. 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი მოიპოვა ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა.
მან ამ ნომინაციაში დაამარცხა თანაგუნდელი ტონი კროოსი და “მანჩესტერ სიტის” ლიდერი კევინ დე ბრუინი. გასულ სეზონში ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მსგავსი