ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგში“ პირველად ითამაშა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგში“ პირველად ითამაშა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ნიურნბერგში“, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში ბილეფელდისარმინიასთან“ 1:2 დამარცხდა.

ბრიქსენში გამართული შეხვედრა სამი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. ქართველი მცველის ახალმა კლუბმა ამხანაგურად ბილეფელდისარმინიასთან“ გასვლაზე ითამაშა. ლოჩოშვილმა შეხვედრა „ნიურნბერგის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

კლუბმა თამაში 3-5-2 სქემით დაიწყო, სადაც გუნდის ქართველი ახალწვეული დაცვითი ტრიოს ნაწილი იყო. ლუკა ლოჩოშვილმა მარცხენა ფლანგზე კნოხესა და გრუბერთან ერთად ითამაშა.

48-ე წუთზე კი ლოჩოშვილი მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კლოზემ შეცვალა.

ამ მატჩით „ნიურნბერგმა“ შეკრება დაასრულა, ბოლო საკონტრიოლო შეხვედრას 26 ივნისს მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ჩაატარებს, ხოლო მეორე ბუნდესლიგაში პირველი ტურის მატჩს „ელფსბერგთან“ 2 აგვისტოს გამართავს.