ლუკა ლოჩოშვილმა „აინტრახტთან“ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

00:30, 17.10.2026

ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ გერმანიის ბუნდესლიგაში, ფრანკფურტში „აინტრახტს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე იუნეს ებნუტალიბიმ გაიტანა და „აინტრაქტს“ გამარჯვება მოუტანა.

ბუნდესლიგაში გამართული 6 ტურის შემდეგ „კიოლნი“ 7 ქულით მე-11 ადგილზეა.

მსგავსი