ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც „კრემონეზეს“ საკუთრებაშია და „სალერნიტანიდან“ იჯარის შემდეგ დაუბრუნდა, შესაძლოა, სერია B-ში დაწინაურებულ „აველინოში“ გადავიდეს, – ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
„სერია B-ში დაბრუნებული „აველინო“ მომავალი სეზონისთვის დაცვის გაძლიერებას ცდილობს. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დასახელებულ პოტენციურ ახალწვეულებს შორისაა ლუკა ლოჩოშვილი, 1998 წელს დაბადებული ცენტრალური მცველი, რომელიც „კრემონეზეს“ საკუთრებაა, მაგრამ „სალერნიტანიდან“ იჯარით დაბრუნდა, სადაც მეორე წრეში 20 მატჩი ჩაატარა.
ქართველი მცველი ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ყოფილი მოთამაშეა. ხელსაყრელია მისი მდგომარეობა (კონტრაქტი ივნისში ეწურება) და „კრემონეზეში“ მცირე სათამაშო დრო – სერია B-ში სეზონის პირველ ნაწილში მან მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.
სერია B-დან „კრემონეზეს“ გავარდნის შემდეგ ლოჩოშვილი ლომბარდიული კლუბის სამომავლო გეგმებში აღარ შედიოდა. ამიტომ კრემონელთა შორის ქართველის დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო „აველინოს“ შეუძლია, უახლოეს კვირებში შესაძლებლობით ისარგებლოს და დაიმატოს ცენტრალური მცველი, რომელსაც აქვს კარგი ფიზიკური მონაცემები (190 სმ) და საერთაშორისო გამოცდილება – ის, დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებში თამაშობს.
მისი სტილი კარგად ერგება გუნდს, რომელიც ცდილობს, გააუმჯობესოს დაცვის ხაზი და ფოკუსირებულია მოთამაშეზე, რომელიც მიჩვეულია კონკურენტულ ლიგებსა და რთულ პირობებთან გამკლავებას. ჯერ კიდევ გასარკვევია, ისარგებლებს თუ არა „აველინო“ „კრემონეზეს“ შეთავაზებით დაუყოვნებლივ თუ მოვლენების განვითარებას დაელოდება“, – წერს Il Mattino.