ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნმა“ ბუნდესლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა და „კიოლნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყეს და პირველ ტურში „ჰოფენჰაიმი“ 3:2 დაამარცხეს.
ქართველი მცველი გერმანიის თასზე დაშავდა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, კვლავ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და შესანიშნავი შეხვედრაც ჩაატარა – დაცვაში საიმედოდ იდგა და სახიფათოდაც უტევდა – მისი დარტყმების შემდეგ სტუმრები რამდენჯერმე გადარჩნენ.
„კიოლნი“ მატჩის მსვლელობისას ორჯერ აგებდა, 57-ე წუთზე კი მასპინძელთა მეკარემ პენალტი მოიგერია. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მოგება დაიმსახურა. მატჩის გმირი ტაის დალინგა გახდა, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც „ჰოფენჰაიმი“ 2:1-ს იგებდა.
ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა 72-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, 10 წუთში კი დუბლი შეასრულა და სადებიუტო მატჩში ახალ გუნდს სეზონში პირველი 3 ქულა მოუტანა.