ლუკა ხორხელი „მიხალოვცესთან“ მატჩის მოთამაშე გახდა #1TVSPORT
ლუკა ხორხელი „მიხალოვცესთან“ მატჩის მოთამაშე გახდა #1TVSPORT

სლოვაკეთის პირველობის საჩემპიონო ჯგუფში მე-6 ტური წარმატებული გამოდგა ტრნავის „სპარტაკის“ ქართველი ლეგიონერის, ლუკა ხორხელისთვის, რომელმაც „მიხალოვცესთან“ საშინაო მოგებაში (3:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა.

25 წლის ნახევარმცველი „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ითამაშა. გიორგი მოისწრაფიშვილი კი მოედანზე ბოლო წუთამდე დარჩა. ხორხელმა 10-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხუთ წუთში კი სტუმრებს მეორეც გაუტანა და სლოვაკურ გუნდში დუბლი პირველად შეასრულა.

საბოლოოდ, მისი თამაში 9,0 ქულით შეაფასეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ლუკამ მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლი გაიტანა და მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაცაა.