ლუკა გუგეშაშვილმა თავის ახალ კლუბში, სალონიკის პაოკ-ში პირველი არაოფიციალური თამაშები ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების მეკარე პაოკ-ში მაისში „პანსერაიკოსიდან“ გადავიდა. პაოკ-ის მწვრთნელმა გუგეშაშვილი ორივე საწყის საკონტროლო შეხვედრაში ათამაშა.
ამსტერდამის „აიაქსთან“, რომელიც სალონიკის გუნდმა 1:2 დათმო, ლუკა რეზვან ლუჩესკუმ მოედანზე მეორე ტაიმში ირი პავლენკას შემცვლელად შეიყვანა, ხოლო „იგლზთან“ (3:3, თამაში 60-წუთიანი ტაიმებით ჩატარდა) ბერძნული კლუბის კარს პირველ ნახევარში იცავდა.
სალონიკის პაოკ-ი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 23 ივლისს კვიპროსულ „აპოლონთან“ და 26-ში ნიდერლანდურ „ნაიმეგენთან“, შემდეგ კი საბერძნეთის სუპერლიგაში სეზონს 30 ივლისს „ატრომიტოსთან“ გახსნის.