ლუკა გუგეშაშვილმა „გალათასარაისთან“ მატჩში საუკეთესო შეფასება მიიღო [ვიდეო] #1TVSPORT

02:43, 30.08.2026

ლუკა გუგეშაშვილისგიოზტეპე“ სტამბოლში „გალათასარაის“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ ახალ გუნდში ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა. მართალია, თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურის დაპირისპირებაში ლუკამ სამი გოლი გაუშვა, მაგრამ ​რვა მოგერიება ჩაიწერა ანგარიშზე, 5-ჯერ კი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ყველაზე მეტად ვიკტორ ოსიმენი აქტიურობდა, რომლის დარტყმასაც 4-ჯერ გადაეღობა. ქართველი მეკარის თამაში 7,4 ქულით შეაფასეს, რაც „გიოზტეპეში“ საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

მსგავსი