ლუკა გუგეშაშვილი ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - გორდეზიანმა პირველად გაიტანა #1TVSPORT
ლუკა გუგეშაშვილი ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - გორდეზიანმა პირველად გაიტანა #1TVSPORT

საბერძნეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილისატრომიტოსი“ სალონიკში „არისს“ ესტუმრა და, დიდწილად ქართველი მეკარის დამსახურებით, ქულა მოიპოვა 0:0.

საქართველოს ნაკრების მეკარემ ახალ გუნდში ზედიზედ მეორედ შეუცვლელად ითამაშა, ლუკამ სამი დარტყმიდან სამივე მოიგერია და ამჯერადაც კარი უგოლოდ შეინახა.

აღსანიშნავია, რომ ლუკას კარში ბოლო ორ მატჩში 2 პენალტი დაინიშნა და არცერთი არ გაუშვია. წინა მატჩში მოიგერია, ამჯერად კი თავდამსხმელმა ბურთი ძელს მოარტყა. საბოლოოდ, 8,4 შეფასებით გუგეშაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ლევან შენგელიამ 21 წუთი ითამაშა „ოფი კრეტაში“, რომელიც გასვლაზე „ვოლოსს“ დაუზავდა 1:1. ივა გელაშვილი შესვენების შემდეგ გამოჩნდა „პანსერაიკოსში“, რომელმაც ასევე გასვლაზე „ასტერასს“ 1:0 სძლია.

საბერძნეთის სუპერლიგა 2-ში „ელას სირუმ“ გასვლაზე „კალითეასთან“ ქულა ვასილიოს გორდეზიანის გოლით მოიპოვა – 1:1. „დინამო თბილისის“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა 90 წუთი ითამაშა და მე-14 წუთზე ახალ გუნდში პირველად გაიტანა.