ლუკა გადრანი ისრაელში კვლავ კვირის ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
ლუკა გადრანი ისრაელში კვლავ კვირის ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

ლუკა გადრანი ისრაელის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – საუკეთესო მოთამაშეები ანალიტიკურმა ინტერნეტგვერდმა, sofascore-მა შეარჩია.

ისრაელის პრემიერლიგის 26-ე ტურში ქართველი მცველის გუნდმა, იერუსალიმის „ბეითარმა“ თანაქალაქელი „ჰაპოელი“ 2:0 დაამარცხა, გარდანის თამაში კი 7,9 ქულით შეაფასეს, რაც ცენტრალური მცველების პოზიციაზე საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

მარტში საქართველოს ნაკრებში ისრაელის და ლიეტუვის წინაააღმდეგ ჩატარებული სადებიუტო მატჩების შემდეგ 28 წლის მცველმა ისრაელის პრემიერლიგაში ორი შეხვედრა გამართა და ორივეჯერ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.