ლუკა დონჩიჩი სლოვენიის ნაკრებს ზედიზედ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში დააკლდება #1TVSPORT
სლოვენიის ნაკრების სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი ეროვნული გუნდის რიგებში მეორე საკონტროლო მატჩსაც გამოტოვებს.
„ლეიკერსის“ მოთამაშე ლიეტუვის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თუმცა მზად იქნება 16 აგვისტოს ლატვიასთან ამხანაგური შეხვედრისთვის.
სლოვენიის ნაკრების ლიდერმა მონაწილეობა 8 აგვისტოს გერმანიის ნაკრებთან მატჩში მიიღო, თუმცა ამ გუნდებს შორის გამართული კიდევ ერთი თამაში 10 აგვისტოს გამოტოვა.
გერმანიასთან შეხვედრაში დონჩიჩმა 19 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მისი გუნდი კი საკუთარ მოედანზე 89:103 დამარცხდა.