ლუკა ბულაშვილის 21 ქულა ბოსნიის ჩემპიონატში #1TVSPORT
ლუკა ბულაშვილის 21 ქულა ბოსნიის ჩემპიონატში #1TVSPORT

ლუკა ბულაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის მონაწილე „ბოსნა როიალის“ ლიდერად ყალიბდება. წინა ტურში ჩაგდებულ 24 ქულას მან ამჯერად 21 მიამატა.  მისმა გუნდმა შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტ „ბორაცს“ უმასპინძლა და 74:91 დამარცხდა.

ბულაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, 38 წუთში 21 ქულა (2 სამქულიანი), 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. „ბორაცის“ კალათბურთელები ქართველ მცველზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ. წაგებულთა რიგებში ბულაშვილი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მეორე იყო ნეჯად მურატოვიჩის (27) შემდეგ.

„ბოსნა როიალი“ მომდევნო მატჩს 4 დეკემბერს გამართავს – „ბრატუნაჩს“ უმასპინძლებს.