ლუკ კოფი – საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რათა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნონ
თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი წერს.
მისივე თქმით, საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნონ.
„საქართველოს მეგობრებმა დასავლეთში მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მიერ აფხაზთისა და ცხინვალის ოკუპაცია დააბრუნონ საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც პუტინისა და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე“, – წერს ლუკ კოფი.
Georgia’s friends in the West need to work harder at getting Russia’s occupation of Abkhazia & Tskhinvali BACK onto the international agenda!
20% of Georgia is occupied!
Almost unbelievable that Georgia was NOT MENTIONED ONCE in either the Putin or Biden press conferences.
— Luke Coffey (@LukeDCoffey) June 16, 2021