ლუკ კოფი - საქართველო ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია
ლუკ კოფი - საქართველო ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის (The Heritage Foundation) დირექტორმა ლუკ კოფიმ Fitch- ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურების შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია და ის ნათლად წარმოაჩენს საქართველოს პოზიციას რეგიონში.

მისი განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი აჩვენებს, რომ საქართველო სტაბილურია გარე რყევების მიმართ, მათ შორის იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ხდება მის სავაჭრო პარტნიორებში – თურქეთსა და რუსეთში.

„საინვესტიციო გარემო ხელს შეუწყობს გეოპოლიტიკურ სტაბილურობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში”- აღნიშნა ლუკ კოფიმ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.

დატოვე კომენტარი