ლუიზიანის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქიმიურ ქარხანაში ხანძარია
ლუიზიანის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქიმიურ ქარხანაში ხანძარია

ლუიზიანის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლეიკ-ჩარლზთან მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძარია. შესაბამის ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ჯონ ბელ ედვარდსი ადასტურებს.

გუბერნატორმა საწარმოს მიმდებარედ მცხოვრებლებს მოუწოდა, დარჩნენ სახლებში, დახურონ ფანჯრები, გამორთონ კონდიციონერები და დაელოდონ შემდგომ რეკომენდაციებს.

ამასთან, ლუიზიანის პოლიციის საგანგებო სამსახური აცხადებს, რომ ქიმიურ საწარმოში ქლორინის გაჟონვა მოხდა.