ლუიზიანაში დონალდ ტრამპის კორტეჟის თანმხლები სამი ოფიცერი ავარიაში დაშავდა
ლუიზიანაში დონალდ ტრამპის კორტეჟის თანმხლები სამი ოფიცერი ავარიაში დაშავდა

ლუიზიანაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კორტეჟის თანმხლები სამი ოფიცერი ავარიაში დაშავდა.

დონალდ ტრამპი ლუიზიანაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ჩავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

„მოტოციკლეტით თანმხლები სამი ოფიცერი ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოდან ავარიისას მაშინ დაშავდნენ, როდესაც პრეზიდენტის კორტეჟთან ერთად მიდიოდნენ. სამივე მკურნალობს ადგილობრივ ჰოსპიტალში და მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.