ლუიზიანას შტატს ქარიშხალი „ბარი“ უახლოვდება
ლუიზიანას შტატს ქარიშხალი „ბარი“ უახლოვდება

ლუიზიანას შტატს ქარიშხალი „ბარი“ უახლოვდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეები მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ გააფრთხილა. როგორც „ბიბისი“ წერს, შტორმი „ბარი“ ხმელეთთან მიახლოებისას გაძლიერდა. ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში საათში 96 კილომეტრს აღწევდა.

ყველაზე მეტ საშიშროებას „ბარი“ ახალ ორლეანს უქმნის. ათასობით ადამიანი საშიში ზონიდან უკვე ევაკუირებულია. ადგილზე მოწყობილია დროებითი თავშესაფრებიც.

სტიქიის გამო ლუიზიანაში 100 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ახალი ორლეანის აეროპორტიდან ყველა ფრენა გაუქმდა. დონალდ ტრამპმა ლუიზიანა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, რათა შტატმა ფედერალური ბიუჯეტიდან დახმარების მიღება შეძლოს.