ლუიზა ვინტონი - ვხედავთ, რომ საქართველოს დემოკრატია ახლა მოქმედებაშია, რაც პროტესტში გამოიხატება
ლუიზა ვინტონი - ვხედავთ, რომ საქართველოს დემოკრატია ახლა მოქმედებაშია, რაც პროტესტში გამოიხატება

საქართველოს გადასაწყვეტია, თუ როგორი პოლიტიკური სისტემა ექნება მას და როგორი იქნება მისი დემოკრატიის სტრუქტურა, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის [UNDP] მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაერო-ს განვითარების პროგრამა მხარს უჭერდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

„მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, თუ რომელი პოლიტიკური სისტემა ექნება მას და როგორი იქნება დემოკრატიის სტრუქტურა. გაერო-ს განვითარების პროგრამა მხარს უჭერდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, როდესაც ეს გამოცხადდა ზაფხულში, რადგან ამან დაასრულა ძალიან დაძაბული პოლიტიკური კონფრონტაცია. ჩვენ ვხედავდით, რომ ის სამართლიანად ასახავდა ამომრჩეველთა პოზიციას.

ვხედავთ, რომ საქართველოს დემოკრატია ახლა მოქმედებაშია, რაც პროტესტში გამოიხატება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ დაპირება იყო, თუმცა ის არ შესრულებულა. ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია არჩეულ კანონმდებლებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თუკი ისინი მათი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არ არიან“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.