ლუიზა ვინტონი - როგორც მრავალ სხვა სფეროში, საქართველო ნოვატორია მმართველობის რეფორმებშიც
ლუიზა ვინტონი - როგორც მრავალ სხვა სფეროში, საქართველო ნოვატორია მმართველობის რეფორმებშიც

გაერო-ს განვითარების პროგრამისთვის პატივია, ევროკავშირთან პარტნიორობით დაეხმაროს პარლამენტს პროცედურული წესების შედგენაში, რაც არის საკონსტიტუციო ცვლილებების პრაქტიკულ წესებად და რეგულაციებად გარდაქმნა, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა განაცხადა.

„როგორც მრავალ სხვა სფეროში, საქართველო ნოვატორია მმართველობის რეფორმებშიც. გაერო-ს განვითარების პროგრამა ამაყია და მისთვის პატივია ევროკავშირთან პარტნიორობით დაეხმაროს პარლამენტს პროცედურული წესების შედგენაში, რაც არის საკონსტიტუციო ცვლილებების პრაქტიკულ წესებად და რეგულაციებად გარდაქმნა. უკიდურესად მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ იმ ენერგიას, რომელიც პარლამენტს შესძინა ახალმა რეგლამენტმა და ასევე მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ვნახოთ რეგლამენტის იმპლემენტაციის პირველი 100 დღის შედეგები, რათა დავინახოთ, რა მუშაობს კარგად და რა არ მუშაობს ძალიან კარგად, განვიხილოთ გაერო-ს განვითარების პროგრამის მომავალი მხარდაჭერა ამ ქვეყნის პარლამენტის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

დღეს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღე სრულდება.