ლუიზა ვინტონი - მივესალმები დიპლომატების ინიციატივით გამართულ შეხვედრას, მაგრამ გადაწყვეტილება არა დიპლომატების, არამედ ქართველი პოლიტიკოსების ხელშია
ლუიზა ვინტონი - მივესალმები დიპლომატების ინიციატივით გამართულ შეხვედრას, მაგრამ გადაწყვეტილება არა დიპლომატების, არამედ ქართველი პოლიტიკოსების ხელშია

მივესალმები დიპლომატების ინიციატივით გამართულ შეხვედრას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება არა დიპლომატების, არამედ ქართველი პოლიტიკოსების ხელშია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე კომენტირებისას განუცხადა.

„მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. მოლაპარაკება ყველაზე ძლიერი ხელსაწყოა ასეთი მდგომარეობის მოსაგვარებლად. იმედი მაქვს, ეს პროცესი სწორედ მოლაპარაკებისა და ერთმანეთთან საუბრის გზით წარიმართება. მივესალმები დიპლომატების ინიციატივას, რომელმაც ხელი შეუწყო მოლაპარაკებასთან დაკავშირებული შეხვედრების გამართვას, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება არა დიპლომატების, არამედ ქართველი პოლიტიკოსების ხელშია“, – დასძინა ლუიზა ვინტონმა.