ლუიზა ვინტონი - ჩვენი მიზანია, არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა და ყველამ ერთნაირად ისარგებლოს კეთილდღეობით 
ლუიზა ვინტონი - ჩვენი მიზანია, არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა და ყველამ ერთნაირად ისარგებლოს კეთილდღეობით 

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, თემაზე „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პანელური დისკუსია იმართება.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა გახსნეს.

როგორც დისკუსიის დაწყებამდე ლუიზა ვიტონმა განაცხადა, დღევანდელო ღონისძიება ეძღვნება ორ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომლებიც მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული: უთანასწორობა და მდგრადი განვითარების მიზნები.

„უთანასწორობა ძალიან მძიმე პრობლემაა და მდგრადი განვითარების მიზნები ძირითადად შექმნილია იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას. ღონისძიებაზე ჩვენ წარმოვადგენთ გაერო-ს განვითარების პროგრამის ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს. ეს არის ადამიანის განვითარების ანგარიში, რომელიც ადამიანის განვითარების ინდექსს ეფუძნება. საქართველოს 189 ქვეყანას შორის ძალიან კარგი, 70-ე პოზიცია უკავია“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ეს არ იყოს საუკეთესო მაჩვენებელი, მაგრამ მტკიცე პოზიციაა.

„ასევე არის ერთი პრობლემა, რომელსაც სწორედაც რომ უთანასწორობა ქმნის, საქართველოს 12 პროცენტით უკეთესი შედეგები ექნებოდა, რომ აღმოფხვრილიყო უთანასწორობა – ვგულისხმობთ ქალების ჩართულობას, ბავშვების ჩართულობას, შშმ პირთა ჩართულობას. შშმ პირები ძირითადად უხილავნი არიან. დაახლოებით ვიცით, რომ მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენენ, მაგრამ სრული მაჩვენებელი მათ შესახებ არ არის, მათი ჩართულობის შემთხვევაში კი, გაცილებით მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი გვექნებოდა. ჩვენი ძირითადი მიზანია, არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა და ყველამ ერთნაირად ისარგებლოს იმ კეთილდღეობით, რომელიც მათი განვითარების მიზნების მიღწევას სჭირდება“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

დატოვე კომენტარი