ლუიზა ვინტონი - 8 მარტის შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ძლიერი იყოს
ლუიზა ვინტონი - 8 მარტის შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ძლიერი იყოს

8 მარტის შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ძლიერი იყოს, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს.

„შემიძლია, გავიმეორო, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ – ამ შეთანხმების შესრულებაა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ძლიერი იყოს. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების შესრულება საერთაშორისო პარტნიორებზე არაა დამოკიდებული, ეს არის საქართველოს პოლიტიკურ პარტიებზე დამოკიდებული.

დღეს ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა, რაც პანდემიას უკავშირდება და მთავარი პრიორიტეტია პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვა, ადამიანების დაცვა ჯანდაცვასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან და მომავალი ეკონომიკური და სოციალური საფრთხეებისგან. სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს საპასუხო ქმედება პანდემიის საფრთხეზე იყოს ისეთივე წარმატებული, როგორიც აქამდე იყო, აუცილებელია, რომ საქართველოს პოლიტიკურმა სისტემად გააგრძელოს გამართულად მუშაობა. ასევე პოლიტიკური პროცესი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს“,- განაცხადა ვინტონმა.