ლუიშ ნანი - რონალდომ შეიძლება კარიერა აშშ-ში დაასრულოს
ლუიშ ნანი - რონალდომ შეიძლება კარიერა აშშ-ში დაასრულოს

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა გარემარბმა ლუიშ ნანიმ ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასრულოს.

„არსებობს ალბათობა, რომ კრიშტიანო რონალდო კარიერას „მეიჯორ სოკერ ლიგაში“ დაასრულებს. 100-პროცენტიანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ ეს ალბათობა საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ნანიმ.

კრიშტიანოს კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბ „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ნანი ამჟამად სწორედ MLS-ის კლუბ „ორლანდო სიტიში“ თამაშობს.

დატოვე კომენტარი