ლუიშ ნანი - კრიშტიანომ ჩემგან ბევრი რამ ისწავლა
ლუიშ ნანი - კრიშტიანომ ჩემგან ბევრი რამ ისწავლა

ამერიკული „ორლანდო სიტისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ლუიშ ნანი იმ ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, რომლებთან ერთადაც საკლუბო დონეზე უთამაშია.

„კარში დე ხეას დავაყენებ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. დავიდი ჩემი კარგი მეგობარია, მაგრამ სათვალეს თუ დაიხმარებს, კარგი იქნება. მათ გარეშე ვერაფერს ხედავს. დეკუ ჩემი ერთ-ერთი კერპია და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. საოცარი ტექნიკა აქვს. მცველი ბრუნო ალვეშიც ძალიან ტექნიკურია, რომელსაც შექმნაც შეუძლია და ჩაშლაც. კრიშტიანო რონალდოს მონაცემები საოცარია. სწრაფი ფეხები აქვს ძალიან და ეს ყველაფერი ჩემგან ისწავლა. საერთოდ, მე მას ბევრი რამ ვასწავლე და ეს თავადაც მშვენივრად იცის“, – სიცილით ამბობს ნანი.

შეგახსენებთ, რომ წარსულში ნანი ლისაბონის „სპორტინგის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ფენერბაჰჩეს“, „ვალენსიასა“ და „ლაციოს“ ფეხბურთელი იყო.