„ჩელსისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ „კრუზეირო“ დატოვა, – ამის შესახებ ბრაზილიური კლუბის პრესსამსახურმა დაწერა.
72 წლის სპეციალისტთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა.
სკოლარიმ „კრუზეირო“ ოქტომბრის ბოლოს ჩაიბარა და მასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ცხრა გამარჯვება მოიპოვა. რვაჯერ ითამაშა ფრედ და ოთხჯერ დამარცხდა, რითაც შეინარჩუნა ადგილი ბრაზილიის მეორე დივიზიონში.