ლუის ვან გაალმა კარიერა დაასრულა
ლუის ვან გაალმა კარიერა დაასრულა

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუი ვან გაალმა გამოაცხადა, რომ ასრულებს სამწვრთნელო კარიერას.

„ვამთავრებ. ჩემი ცოლი არ მუშაობს უკვე 22 წელია, რადგან მუდმივად თან მახლდა. დავპირდი, რომ დავასრულებდი 55 წლის ასაკში, მაგრამ უკვე 65 წელს გადავცდი. არ შემიძლია გავაგრძელო დაუსრულებლად. ჩემს მეუღლეს აქვს ლუი ვან გაალთან ცხოვრების უფლება. შემიძლია ვთქვა, რომ ის, უბრალოდ, ბედნიერია“, – მოჰყავს ვან გაალის სიტყვები გაზეთ „ასს“ (AS).

ვან გაალის ბოლო კლუბი იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“, ის ასევე ავარჯიშებდა „ალკმაარს“, „აიაქსს“, „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“. მას კარიერაში 20 ტიტული აქვს მოგებული, გარდა ამისა, ჰოლანდიის ნაკრები ბრინჯაოს მედლებამდე მიიყვანა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.