ჰრისტო სტოიჩკოვმა ლუის ვან გაალს იდიოტი უწოდა
ჰრისტო სტოიჩკოვმა ლუის ვან გაალს იდიოტი უწოდა

„ბარსელონასა“ და „ბულგარეთის“ ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ჰრისტო სტოიჩკოვმა კატალონიური კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გააკრიტიკა და მას იდიოტი უწოდა.

„რატომ ვერაფერს მიაღწია რიკელმემ „ბარსელონაში“? იმიტომ რომ მისი მწვრთნელი იყო ისეთი იდიოტი, როგორიც ლუი ვან გაალია. მას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული და ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ, ამავე დროს, ბევრი დააზარალა მისმა იდიოტურმა გადაწყვეტილებებმა. მე თავადაც გამოვცადე ეს. ერთხელ ის გასახდელში შემოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენს თამაშში ბევრი „კრუიფიზმი“ იყო და მე გავიფიქრე: „სად კრუიფი და სად შენ!“ – მოჰყავს სტოიჩკოვის სიტყვები ესპანურ გამოცემა „სპორტს“.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი „ბარსელონას“ სათავეში 1997-2000 და 2002-2003 წლებში ედგა, სტოიჩკოვი კი ამ გუნდის ღირსებას 1990-97 წლებში იცავდა.