უეინ რუნი - ვან გაალი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც მიმუშავია
უეინ რუნი - ვან გაალი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც მიმუშავია

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი აცხადებს, რომ ლუის ვან გაალი არის საუკეთესო მწვრთნელი, რომელთანაც ოდესმე უმუშევია.

რუნიმ კარიერა „ევერტონში“ დაიწყო, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, სადაც ცხრა წლის განმავლობაში თამაშობდა სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით და ხუთჯერ პრემიერ-ლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი ჰოლანდიელ სპეციალისტს უფრო მაღლა აყენებს.

„ვან გაალი საუკეთესო მწვრთნელია,  რომელთანაც ოდესმე მიმუშავია“, – ამბობს რუნი ინგლისური გამოცემა „მირორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. – „მისი ტაქტიკური სტილი, ასევე ის, თუ როგორ აქცევს ყურადღებას თითოეულ დეტალს, საოცარია. ძალიან ვწუხვარ, ყველაფერი რომ ასე ცუდად დასრულდა მისთის, მაგრამ მისგან ბევრი რამ ვისწავლე და აუცილებლად გამოვიყენებ, როდესაც მწვრთნელი გავხდები“.

ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედს სათავეში 1986-2013 წლებში ედგა და ამ პერიოდში 38 ტიტული მოიგო, მათ შორის 13-ჯერ პრემიერ ლიგა, ხუთჯერ – ასოციაციის თასი და ორჯერ – ჩემიონთა ლიგა.

რაც შეეხება ვან გაალს, ის 2014 წელს დანიშნეს მანჩესტერის მთავარ მწვრთნელად და 2016 წელს გაანთავისუფლეს, როდესაც გუნდმა პრემიერ ლიგაში პირველ ოთხეულში შესვლა ვერ მოახერხა.