ლუის სუარესს „ატლეტიკოში“ ყოველი შედეგიანი მოქმედებისთვის 54 წუთი სჭირდება
ლუის სუარესს „ატლეტიკოში“ ყოველი შედეგიანი მოქმედებისთვის 54 წუთი სჭირდება

„ატლეტიკოს“ ახალბედამ ლუის სუარესმა ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა მადრიდული კლუბის რიგებში ჩატარებულ პირველ მატჩებში.

ოთხ შეხვედრაში მან მინდორზე 216 წუთი გაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საშუალოდ ის ყოველ 54 წუთში მონაწილეობდა საგოლე მომენტში.

ბოლო წლებში, „ატლეტიკოს“ რიგებში მსგავსი ეფექტურობა მხოლოდ რადამელ ფალკაომ აჩვენა. კოლუმბიელმა 338 წუთში ხუთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. ასე რომ, მას ყოველ 56 წუთში ჰქონდა შედეგიანი მოქმედება.

სუარესი „ატლეტიკოში“ სექტემბერში „ბარსელონადან“ გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 33 წლის ურუგვაელმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დატოვე კომენტარი