ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, „გრემიოს“ ურუგვაელი თავდამსხმელი, 36 წლის ლუის სუარესი კარიერას ასრულებს. მან გადაწყვეტილება მუხლის ქრონიკული ტრავმის გამო მიიღო.
„ნასიონალის“, „გრონინგენის“, „აიაქსის“, „ატლეტიკოს“, „ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელებს კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდა. მიმდინარე კონტრაქტი ლუის სუარესს „გრემიოსთან“ 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 14 გოლით მოახერხა, თუმცა მუხლი სრულფასოვნად თამაშის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.
ლუის სუარესმა ურუგვაის ნაკრებში 137 მატჩი ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა, რითაც ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 2011 წელს მან ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო და ამ ტურნირის უძვირფასეს მოთამაშედაც დაასახელეს. მას კარიერაში ასევე მოგებული აქვს ევროპის „ოქროს ბუცი“.