ლუის ინასიო ლულა და სილვა ბრაზილიის სასამართლო სისტემის საქმეებში აშშ-ის ჩარევას გმობს
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა გმობს აშშ-ის ჩარევას ქვეყნის სასამართლო სისტემის საქმეებში.
ბრაზილიის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებიც, მისი თქმით, დაზარალდნენ შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მიღებული კიდევ ერთი თვითნებური და სრულიად უსაფუძვლო ზომით.
„ერთი ქვეყნის ჩარევა მეორე ქვეყნის სასამართლო სისტემაში მიუღებელია და არღვევს ერებს შორის პატივისცემისა და სუვერენიტეტის ძირითად პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, ვინმეს მხრიდან ვერანაირი დაშინება ან მუქარა ვერ შეუშლის ხელს ეროვნული ხელისუფლებისა და ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს მისიას, რომელიც დემოკრატიული კანონის უზენაესობის დასაცავად და შესანარჩუნებლად მუდმივი მოქმედებისკენაა მიმართული“, – განაცხადა ლულა და სილვამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრ დე მორაესის, მისი ოჯახის წევრებისა და თანამოაზრეების ვიზები გააუქმა ბრაზილიის ყოფილი ლიდერის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ მათი მხრიდან საქმის წარმოების გამო.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლსონარო პოლიტიკურ დევნას განიცდის და მეორე მხარეს მის წინააღმდეგ „ჯადოქრებზე ნადირობის“ დასრულებისკენ მოუწოდა. მას შემდეგ ლულამ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ბრაზილიაში სასამართლო სისტემაში ჩარევის ადგილი არ არის.
Minha solidariedade e apoio aos ministros do Supremo Tribunal Federal atingidos por mais uma medida arbitrária e completamente sem fundamento do governo dos Estados Unidos.
A interferência de um país no sistema de Justiça de outro é inaceitável e fere os princípios básicos do…
— Lula (@LulaOficial) July 19, 2025