ლუის ჰემილტონმა საფრანგეთის გრან პრი მოიგო
ლუის ჰემილტონმა საფრანგეთის გრან პრი მოიგო

ფორმულა ერთში მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის გრან პრით გაგრძელდა. მთელი უქმეების განმავლობაში „მერსედესის“ პილოტები დომინირებდნენ და საბოლოოდ ამ ეტაპის ტრიუმფატორი ლუის ჰემილტონი აღმოჩნდა.

შაბათს მან კარიერაში 75-ე პოული მოიპოვა და სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო. ბრიტანელმა ფინიშამდე გააკონტროლა რბოლა და სეზონში მესამე და კარიერაში 65-ე გრან პრი მოიგო. ჰემილტონს დაეხმარა ის, რომ სტარტზე მისი მთავარი კონკურენტები – „ფერარის“ პილოტი სებასტიან ფეტელი და თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი შეეჯახნენ ერთმანეთს და გამარჯვების შანსი დაკარგეს.

ჰემილტონმა ამ მოგებით საერთო ჩათვლაში ლიდერობა დაიბრუნა და 14 ქულით უსწრებს ფეტელს. ბრძოლა ჩემპიონატში ერთი კვირის შემდეგ ავსტრიაში გაგრძელდება.