ლუის ჰემილტონმა მთავარი კონკურენტი დაასახელა
ლუის ჰემილტონმა მთავარი კონკურენტი დაასახელა

ფორმულა 1-ში 2018 წლის სეზონის პირველი ეტაპის – ავსტრალიის გრანპრის წინ, რომელიც კვირას გაიმართება, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, „მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი ყველაზე მეტად უფრთხის „რედ ბულს“, რადგან ავსტრიული საჯინიბო მელბურნში ბევრ ტექნიკურ სიახლეს ჩაიტანს.

„ვფიქრობ, წელს ლიდერობისთვის ბრძოლა საინტერესო იქნება, რადგან შარშანდელისგან განსხვავებით, შედეგები ლიდერ გუნდებს შორის მჭიდრო იქნება. ჩემი აზრით, პოტენციურად „რედ ბული“ ყველაზე სწრაფია. ისინი აპირებენ მანქანის გაუმჯობესებას, თან შესამჩნევად – 0.2-0.4 წამით ან უფრო მეტითაც. უკვე გავიგე ამის შესახებ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ჩემს გუნდში და ჩატარებულ სამუშაოში. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ბრძოლა მჭიდრო იქნება“, – თქვა ჰემილტონმა.