ლუის ჰემილტონმა კონკურენტები დაასახელა
ლუის ჰემილტონმა კონკურენტები დაასახელა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, “მერსედესის” ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა თავისი სამი ყველაზე ძლიერი კონკურენტი დაასახელა.

„ფერნანდო ალონსო – ყველაზე ხისტი მოწინააღმდეგეა. მის მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოიჩინო და სწორად გაითამაშო საკუთარი კოზირები. მისი სარბოლო ოსტატობა გრანდიოზულია.
მაქს ფერსტაპენის სარბოლო თვისებები შთამბეჭდავია. ის ბრწყინვალეა ტრასაზე და ძალიან სწრაფად პროგრესირებს.

ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის, ოთხი უძლიერესი მრბოლელია: მე, ფერნანდო, მაქსი და სებასტიან ფეტელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ”, – აცხადებს ლუის ჰემილტონი Motor Sport Magazine-თან.