ლუის ჰემილტონმა კარიერის დასრულების შესახებ შეკითხვას უპასუხა #1TVSPORT
ლუის ჰემილტონმა კარიერის დასრულების შესახებ შეკითხვას უპასუხა #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, როდის აპირებს კარიერის დასრულებას.

Planet F1-ისთვის მიცემულ კომენტარში ჰემილტონმა აღნიშნა, რომ კონტაქტი ჰქონდა სპორტსმენებთან, რომლებმაც საკმაოდ ადრე დაასრულეს კარიერა და ზოგიერთი ნანობდა ამ გადაწყვეტილებას.

„ხანდახან მგონია, რომ არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი დავრჩები ფორმულა 1-ში. ველაპარაკე სპორტსმენებს, რომლებმაც ნაადრევად დაასრულეს კარიერა. ზოგიერთი ამბობდა, რომ ნანობს ასეთ გადაწყვეტილებას და უნდოდა კიდევ 1-2 წელი დარჩენა.

მე მინდა დავრჩე რბოლებში, სანამ შემიძლია. მაგრამ წავალ, როცა ვიგრძნობ, რომ უკვე არასაკმარისად მზად ვარ. ოდესღაც მომიწევს გაჩერება“, – განაცხადა ბრიტანელმა პილოტმა.