ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა, 2018 წლის საუკეთესო პილოტის გამოსავლენად, ავტომრბოლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. ქულების მინიჭება ფორმულა 1-ის ეტაპებზე ქულათა დარიცხვის სისტემის მიხედვით მიმდინარეობდა.
გამოკითხვის გამარჯვებული „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი, მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჰემილტონის მთავარი კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, გერმანელი სებასტიან ფეტელი, სამეულში ვერ მოხვდა.
მეორე ადგილზე „რედ ბულის“ ჰოლანდიელი წევრი მაქს ფერსტაპენი, მესამეზე – „მაკლარენის“ ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო გავიდა, რომელმაც ფორმულა 1-ში დაასრულა კარიერა.
პილოტებს უფლება ჰქონდათ, ხმა საკუთარი თავისთვისაც მიეცათ. უფრო ადრე, ლუის ჰემილტონი წლის პილოტად, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამაც დაასახელა.